"ბიზნესის არსი ისაა, რომ საზოგადოებას ცხოვრება გაუმარტივოს" "ტაქსი-3" 2020 წელს დაფუძნებულ ბიზნესთა შორისაა!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia
ანა მახათაძე,

ანა მახათაძე, დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

სანამ ბიზნესს დავიწყებდი, რომ გეკითხათ, საკუთარ თავს სამომავლოდ სად ხედავო, გეტყოდით, რომ ვიქნებოდი პროფესიონალი ადვოკატი, რომელიც, როგორც გაჭირვებულებს, ისე დიდ კომპანიებს დაეხმარება საკუთარი იურდიული პრობლემების გადაჭრაში, თუმცა დიდი ინტერესი კერძო სექტორისადმი გახდა იმის საბაბი, რომ დამეწყო ჩემი ბიზნესი, რომელიც ტაქსოკომპანია აღმოჩნდა.

ტაქსის ბიზნესის დაწყება მაშინ მომაფიქრდა, როდესაც აბიტურიენტი ვიყავი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არცთუ მოწესრიგებული იყო. ასევე, ჩემი დაკვირვებით, დღესდღეობით ადამიანებს ტრანსპორტის გამოყენება ისეთივე მნიშვნელობით სჭირდებათ, როგორც საკვები პროდუქტია და აღნიშნული ბიზნესის დაწყებით ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. შესაბამისად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც საკმაოდ მწირი იყო, ვიპოვე ის ოქროს შუალედი, რომელიც, როგორც მომხმარებელს, ისე თანამშრომელს ხელეწიფებოდა.

ბიზნესის მთავარი არსი, ისაა, რომ საზოგადოებას ცხოვრება გაუმარტივოს, შექმნას ის რაც მათ ესაჭიროება, თუ ეს ასე არაა, სხვაგვარად ბიზნესი არ მუშაობს, სწორედ ამიტომ შექვმენი ტაქსი-3 , 2020 -ის იანვარში, სამწუხაროდ მალევე ახალი კოვიდ-19 ვირუსი გამოჩნდა და ჩვენც იძულებული გავხდით ახლად დაწყებული საქმე გაგვეჩერებინა, პანდემიამ ბევრად უფრო შეაფერხა ჩვენი ბიზნესის განვითარება, ვიდრე მოველოდით. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აიკრძალა, ამან მაინც არ გაზარდა მომხმარებლის რაოდენობა, რადგან ყველა დისტანციურად მუშაობს და ამას ერთვის ის, რომ აკრძალულია მთელი რიგი თავშეყრის ადგილების გამოყენება.

ამის შემდეგ ნელ ნელა შევძელით თანამშრომლების და ლოიალური მომხმარებლის დაბევება, რაც გამოიწვია ოქროს შუალედმა ფასის მხრივ , ქალაქის მასშტაბით გადაადგილდებით 3 ლარად 6 კილომეტრის მანძილზე , ეს ფასი ხელეწიფება , როგორც მომხმარებელს ისე თანამშრომელს, ახლა კი აპლიკაცია ტაქსი-3 უკვე სატესტო რეჟიმშია და მალე ბაზარზე ვიხილავთ. , პირველი ქათული პროექტი, რომელიც იქნება წარმატებული ტრანსპორტირების ყველა დარგში!!! , მოგეხენებათ ტაქსი-3 ქუთაისის ბაზარზე ოპერირებს, სადაც მანამდე არსებული კომპანია უკონკურენტო გარემოში იყო , სწორედ ეს გარემოება იყო ინსპირაცია, იმისა, რომ რაც შეიძლება მალე დაწერილიყო ეს აპლიკაცია, თუ გვინდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა მოძლიერდეს აუცილებელია პირველ რიგში საქართველოში ნაწარმოები პროდუქტისა თუ მომსახურების გამოყენება დავიწყოთ, რაც აუცილებლად მოითხოვს ადგილობრივ წარმოებას. აპლიკაცია ტაქსი-3 აერთიანებს ტაქსის, ქალაქთაშორის გადაადგილების, გადაზიდვის სერვისის და საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართლებებს, ასევე აპოლიკაციაში მძმე ტექნიკა, როგორებიცაა ტრაქტორები და სხვა სამშენებლო რესურსი იქნება ასახული, მოცემუოლი აპლიკაცია გაუმარტივებს ცხოვრებას და სარგებელის მიღებას , როგორც მფლობელებს და დასაქამებულ პირებს ასევე მომხმარებელს.– მართალია, ჯერჯერობით სტარტაპად მივიჩნევით, მაგრამ 1 წელი იყო საკმარისი დრო, ბაზარი შეგვესწავლა და მომავლის სტრატეგიული განვითარების გეგმა დაგვესახა. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ მგზავრობა უსაფრთხო, სანდო და ხელმისაწვდომია, მოვახერხეთ ნეიტრალური მგზავრობის ფასის დარეგულირება და ამით თანამშრომლისა და მომხმარებლის ნდობა მოვიპოვეთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან

Business News

Colin M. Donohue - Kernel's New CEO

"I'm proud to serve his legacy and to make something which will touch millions of lives, and help unlock the potential of people whose opportunities are now limited."

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან