ილონ მასკი ადამიანების მთვარეზე გაგზავნას 2024 წლამდე გეგმავს მასკის SpaceX-ს სულ ცოტა დარჩა პილოტირებადი კოსმოსური ხომალდის - Starship-ის სუბორბიტალური ტესტირების დაწყებამდე
By Aleksandre Siradze •
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გრძელდება მილიონერების რბოლა კოსმოსში და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა თავისი ქსელის მომხმარებლების შეკითხვას უპასუხა იმის თაობაზე, მზად იყო თუ არა მისი Starship ადამიანების მთვარეზე გადასაყვანად 2024 წლისთვის (სხვადასხვა შეფერხებების მიუხედავად).
„სავარაუდოდ, ეს უფრო ადრეც მოხდება", – უპასუხა ანტრეპრენერმა.
მასკის კომპანიას სულ უფრო ცოტა დრო რჩება Starship-ის სუბორბიტალური ტესტირების დაწყებამდე, კოსმოსური ხომალდი ობიექტებსა და ადამიანებს მთვარესა და მარსზე გადაიყვანს. მილიარდერმა Twitter- ზე ისიც დაპოსტა, რომ Starship-ის პირველი ორბიტული პლატფორმა „რამდენიმე კვირაში" უნდა ყოფილიყო მზად გასაფრენად, მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოების ნებართვას ელოდა.
უკან ვიყურები, კოსმოსურ ხომალდს, SN-8-ს ვიხსენებ და იმაზე ვფიქრობ, რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია SpaceX-მა! მოედანი თითქმის დასრულებულია და სულ მალე ზემძიმე რაკეტის და SN-20-ის ტესტირება დაიწყება, აღმაფრთოვანებელია იმის დანახვა თუ როგორ იქმნება ისტორია ასეთი სწრაფი ტემპით!
SpaceX თავისი Starship SN15-ის პროტოტიპით მაისში წარმატებით გაფრინდა და დაეშვა დედამიწაზე. ეს მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც მასკი კოსმოსური მისიების განხორციელებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მოხდა.