დასაქმების შესაძლებლობა პირველივე კურსიდან - Webster University Georgia-ს სტუდენტ თინათინ გრძელიშვილის წარმატების ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი 2020 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, ქართველ სტუდენტებს, საქართველოდან გაუსვლელად, ამერიკული, მაღალი ხარისხის აკადემიური განათლების მიღებისა და გლობალური კარიერის შექმნის შესაძლებლობა გაუჩნდათ. Webster University Georgia-ში სწავლისას, სტუდენტები იღებენ საერთაშორისო სწავლის გამოცდილებას და ამავდროულად, ყალიბდებიან კონკურენტუნარიან კადრებად, რომლებიც მუდმივად მოთხოვნადი იქნებიან საქართველოსა და მსოფლიოს შრომის ბაზრებზე.

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი მთელი წლის განმავლობაში სტუდენტებს უწყვეტ რეჟიმში სთავაზობს კარიერული მხარდაჭერის სხვადასხვა შესაძლებლობას. უნივერსიტეტი პირველივე სემესტრიდან იწყებს სტუდენტებთან ინტენსიურ კომუნიკაციას და აკავშირებს მათ სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციასთან შემდგომი დასაქმების მიზნით. სტუდენტებს ასევე საშუალება აქვთ, მოიძიონ მათთვის საინტერესო შეთავაზებები, ვაკანსიები და უნივერსიტეტი მათთვის დასაქმების ხელშემწყობ სხვადასხვა მექანიზმს აამოქმედებს.

Webster University Georgia-ს კარიერული ხელშეწყობის შედეგად, თინათინ გრძელიშვილი ბაკალავრიატის უკვე მეორე კურსზე ამერიკის საელჩოში გადის სტაჟირებას. თინათინი ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლობს და ამასთან, იგი სტუდენტური თვითმმართველობის თანადამფუძნებელიცაა. თინათინის აღნიშვნით, გქონდეს ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი, გარკვეულწილად, გეხმარება დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, ვინაიდან ამ შემთხვევაში, შენს რეზიუმეს ბევრად ყურადღებით განიხილავენ. საბოლოო შედეგები კი, რა თქმა უნდა, თავად სტუდენტის მონდომებასა და კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული.

"ბაკალავრიატზე ყოველთვის მინდოდა საზღვარგარეთ გამოცდების ჩაბარება, თუმცა ვებსტერის უნივერსიტეტი იმის შესაძლებლობას მაძლევს, რომ ქვეყნიდან გაუსვლელად მივიღო ასეთივე განათლება. ამასთან ერთად, ჩემთვის მნიშვნელოვანია გაცვლითი პროგრამები, რადგან ამ ყველაფერს თან მოჰყვება ახალი გამოწვევები, რომლებიც ჩემს პიროვნულ განვითარებასა თუ კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს. ყოველივე ეს კი ვებსტერის უნივერსიტეტში შესაძლებელია, რადგან შემიძლია ვისწავლო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვებსტერის 50-მდე კამპუსში და მივიღო საჭირო გამოცდილება, როგორც კარიერულად, ისე განათლების მხრივ.

რაც შეეხება კარიერულ მხარდაჭერას, ფაქტი, რომ მეორე კურსზე ამერიკის საელჩოში გადიხარ სტაჟირებას, ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. რეალურად, ვებსტერის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა დასაქმების ბაზარზე წარმატების მიღწევაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამუშაო და ცხოვრებისეული ვალდებულებების დაბალანსება სრულად შესაძლებელია მოქნილი სტუდენტური სასწავლო გრაფიკით", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს თინათინ გრძელიშვილი.

Webster University Georgia-ს სტუდენტის განმარტებით, საელჩოში გასაუბრებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ე.წ. კლასგარეშე აქტივობებს − რამდენად არის სტუდენტი ჩართული სხვადასხვა საუნივერსიტეტო აქტივობებში. თინათინის განცხადებით, გასაუბრებისას ყურადღება მიიქცია "გლობალური მოქალაქეობის პროგრამამ" (Global Citizenship), რომელიც ვებსტერის უნივერსიტეტის ეგიდით ხორციელდება.

"გასაუბრების დროს აქცენტი გამახვილებული იყო გარე აქტივობებზე და აღსანიშნავია, რომ ჩემი სწავლის პერიოდში უკვე მქონდა საშუალება, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა აქტივობაში, რომელსაც უნივერსიტეტი აორგანიზებს.

ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს, გახლდათ გლობალური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც სტუდენტებს გვამზადებს მომავლის პიროვნული და პროფესიული გამოწვევებისათვის. ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევს, დავეუფლოთ 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამის, პასუხისმგებელი გლობალური მოქალაქეობისთვის საჭირო ძირითად კომპეტენციებს და ამასთან, გამოვიყენოთ ჩვენი პირადი გამოცდილება აკადემიურ სივრცეში, სადაც ვისწავლით კრიტიკულ აზროვნებას, ეფექტიან კომუნიკაციასა და პრობლემების გადაჭრას", − განმარტავს სტუდენტი.

ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამები იდენტურია ყველა იმ კამპუსზე, სადაც უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს კამპუსზეც სწავლა სწორედ საერთაშორისო კურიკულუმით მიმდინარეობს. თითოეულ პროგრამაზე ასწავლიან გლობალური აღიარების მქონე, უცხოელი ლექტორები, რომლებიც სპეციალურად არიან მოწვეულნი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

"Webster University Georgia-ში წელიწადნახევარია რაც ვსწავლობ და მყავდნენ ისეთი ლექტორები, როგორებიც არიან: ნელსონ მანდელას მრჩეველი, რეიგანის მრჩეველი. ლექტორები, რომლებიც მუშაობდნენ უოლ სტრიტზე, კითხულობენ ლექციებს არა მხოლოდ ვებსტერში, არამედ ჰარვარდის უნივერსიტეტშიც და სხვ.

ამ ლექტორებთან გვაქვს პირისპირ კომუნიკაცია არა მხოლოდ სალექციო საათებში, არამედ მის გარეთაც. ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივმართოთ დამატებითი შეკითხვებით და ისინიც მუდმივად მზად არიან დასახმარებლად.

აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სასწავლო პროცესი არ მოიცავს მხოლოდ თეორიას, არამედ − პრაქტიკასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც. მაგალითად, ერთ-ერთ საგანში ჩემი საკვლევი თემაა "რუსეთის მილიტარული მოტივები და საქართველოში შემოჭრის მიზეზები 2008 წელს". შუალედური გამოცდისთვის უნდა განვავრცო აღნიშნული თემა და დავწერო თეზისი, ხოლო ფინალურისთვის, აღნიშნულ საკითხს უნდა მოვარგო ის თეორიები, რაც აქამდე, საგნის ფარგლებში ვისწავლეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი პრაქტიკული მიდგომა საკითხის შესწავლის ყველაზე კარგი მეთოდია", − აღნიშნავს თინათინი.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამის სტუდენტებისთვის ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი ხშირად მართავს შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან, ატაშეებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც სტუდენტებს ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხის დისკუსიებში რთავენ.

რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, Webster University Georgia-ს სტუდენტი საერთაშორისო, დიპლომატიურ კარიერას გეგმავს. მიაჩნია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტში მიღებული უნარები, ამერიკული განათლება და კომპეტენციები ზედმიწევნით შეესაბამება თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს.

"უნივერსიტეტში ხშირად გვაქვს საშუალება, პირადად შევხვდეთ მაღალი რანგის მქონე მენეჯერებსა და საელჩოების ოფიციალურ წარმომადგენლებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გვქონდა შეხვედრები იტალიის, ლიეტუვისა და სხვა ქვეყნების ელჩებთან. მსგავსი ტიპის პირადი კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა მივიღოთ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც რეალურ ცხოვრებას მოვარგებთ.

გლობალური კარიერის ასაწყობად ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტური აქტივობები და ინიციატივები, რასაც, ჩვენდა სასიხარულოდ, ყოველთვის დადებითად ხვდება ვებსტერის უნივერსიტეტი. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ დებატ-კლუბის ჩამოყალიბებასაც, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ სხვადასხვა დისკუსიაში, მონაწილეობა მიიღონ პანელურ შეხვედრებში, შეხვდნენ დიპლომატებს, ჩამოიყალიბონ კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.

ადამიანებს, რომლებსაც ამერიკული განათლების მიღება სურთ, ვურჩევდი, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და დაიწყონ სწავლა ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში, ვინაიდან ყველაზე კარგი ინვესტიცია, რის განხორციელებაც შეგვიძლია, ეს არის მაღალი ხარისხის განათლება", − აღნიშნავს თინათინ გრძელიშვილი.

ამერიკული, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. პროგრამები აკრედიტებულია როგორც აშშ-ის The Higher Learning Commission (HLC)-ის, ასევე ადგილობრივად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. რაც შეეხება სწავლის გადასახადს, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში სწავლის წლიური ღირებულება იმაზე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ფილიალებში. გარდა ამისა, სახელმწიფო გრანტთან ერთად, ვებსტერის უნივერსიტეტში ჩარიცხული ქართველი სტუდენტები $1 000-ის ოდენობის დაფინანსებას იღებენ.

მომავალი ღონისძიებებისა და საინტერესო პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დარეგისტრირდით ბმულზე.

პროგრამებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: Tbilisiadmissions@webster.edu; +995 550 00 05 84

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

ლევან ლეფსვერიძე − "ლივინგსტონის" კრეატიული დირექტორი და თანადამფუძნებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი