7 შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, სანამ მეტ ფულს დახარჯავთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე
By John Boitnott •
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ანტრეპრენერული მოგზაურობა მოიცავს ტექნოლოგიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას, რომელთაგან არცერთი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა. ეს პროცესი შეიძლება რთულიც იყოს, რადგან ინფორმაციული უპირატესობა ხშირად გამყიდველს უწყობს ხელს. თუ გეგმავთ განახლებას, უნდა იცოდეთ რა მოძებნოთ და რა იკითხოთ.
ყიდვა სცდება უბრალო გარიგების ფარგლებს; ეს არის პარტნიორობა, რომელსაც შეუძლია ღრმად იმოქმედოს ეფექტიანობაზე, ინოვაციებსა და საერთო წარმატებაზე. სწორი კითხვებით შეიარაღებულთ, შეგიძლიათ სხვაგვარი შესყიდვა გარდაქმნათ ისე, რომ არ შეაფერხოს თქვენი კომპანიის განვითარების ხედვა.
1. ჰკითხეთ უარყოფითი მიმოხილვების შესახებ
როდესაც საქმე ეხება ნებისმიერ შენაძენს, გამჭრიახი ანტრეპრენერები აცნობიერებენ ლამაზი პრეზენტაციებისა და დაპირებების მიღმა დანახვის აუცილებლობას. ნეგატიური მიმოხილვები, რომლებიც ხშირად იგნორირებულია, შეიძლება ოქროს მაღარო აღმოჩნდეს. ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის გარიგების დალუქვამდე, პროაქტიურად შეისწავლეთ მომხმარებლის გამოცდილების ჩრდილები. შემდეგმა კითხვამ შეიძლება სინათლე შემოიტანოს მოლაპარაკებებში:
"შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ნეგატიურ მიმოხილვებში წამოჭრილი კონკრეტული პრობლემა და თქვენი კომპანიის ქმედება ამის საპასუხოდ?"
ეს გამოკითხვა არ არის მხოლოდ პოტენციური გამოწვევების გამოვლენა; ეს არის ლაკმუსის ტესტი გამყიდველის ერთგულების ზრდისა და კლიენტების კმაყოფილებისთვის. მათი უარყოფითი მიმოხილვები არ არის უბრალო შემაკავებელი ფაქტორები: ისინი ხდებიან საფეხურები გაუმჯობესებისა და თანამშრომლობისკენ. მოხერხებული პასუხები აჩვენებს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის გამყიდველს სურს გაიზარდოს და გაუმჯობესდეს.
2. რა არის საუკეთესო ფასი, რაც მათ შეუძლიათ შემოგთავაზონ?
დაეწაფეთ მოლაპარაკების ხელოვნებას. თუმცა, რა თქმა უნდა, იმავდროულად აღიარეთ, რომ საუკეთესო გარიგებები ხშირად წვრილმანებშია დაფარული. ბიუჯეტის შეზღუდვებზე მუდმივი თვალის დევნების პარალელურად, გამყიდველს ჰკითხეთ:
"ხვალ რომ მოვაწერო კონტრაქტს ხელი, რა არის საუკეთესო ფასი, რისი შეთავაზებაც შეგიძლიათ?"
როდესაც თქვენ ხელმომჭირნედ განკარგავთ ფინანსებს, ეს არა მხოლოდ ამოწმებს გამყიდველის სურვილს თანამშრომლობისთვის, არამედ იძლევა დამატებით ინფორმაციას პოტენციური ფასდაკლებების, დამატებებისა და ფარული ხარჯების შესახებ. გულდასმით მოლაპარაკება ორივე მხარეს ეხმარება იპოვონ მომგებიანი წერტილი და მიაღწიონ იმას, რომ პროგრამული უზრუნველყოფა ყოველდღიურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდეს.
3. შესაძლებელია თუ არა ნიმუშით სარგებლობა გრძელვადიანი ვალდებულების გარეშე?
ნებისმიერი ანტრეპრენერი, რომელიც ცდილობს იმაზე მეტი ფულის გამომუშავებას, ვიდრე ხარჯავს, დაინტერესებულია არა მხოლოდ სერვისის ფუნქციონირებით, არამედ მისი მოქნილობით. გამყიდველებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ მომხმარებელს ნებას მისცემენ, შეამოწმონ პროდუქცია გრძელვადიან თანამშრომლობამდე, შესაძლოა გაყიდონ უფრო მეტად.
ასე რომ, განიხილეთ კითხვა: "შესაძლებელია თუ არა თქვენი პროდუქტის ერთჯერადი გამოცდა ყოველწლიური/გრძელვადიანი კონტრაქტის გარეშე?"
ამ გზით მფლობელები უშუალოდ იღებენ ხედვას პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის და ამ ყველაფრის მათ საჭიროებებთან თავსებადობის შესახებ. ეს ასევე კარგი გზაა იმის დასადგენად, ესმის თუ არა გამყიდველს, რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება გადაწყვეტილების მიღებისას. უნარი, "სცადო, სანამ იყიდი" არა მხოლოდ აყალიბებს ცოდნას, არამედ ურთიერთობას, საიდანაც მომავალში ორივე მხარე უფრო მეტ ინვესტიციას იძენს.
4. წვდომა მიმდინარე მომხმარებლების გამოცდილებაზე
სწორი არჩევანი მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე გამყიდველის გარანტიას და პროდუქტის დემონსტრირებას. გონიერმა გამყიდველმა უნდა აღიაროს პირველი ცოდნის ძალა და, შესაბამისად, სიამოვნებით მოისმინოს თქვენი შეკითხვა:
"შემიძლია ვესაუბრო სხვა მომხმარებელს მათი გამოცდილების შესახებ?"
დაკავშირება მათთან, ვინც იმავე პროგრამულ ლანდშაფტზე უკვე იმუშავა, მოგცემთ ინფორმაციას პრაქტიკულობისა და გამოწვევების შესახებ, ისევე როგორც მთლიან კმაყოფილებას. Peer-to-peer საუბრები გვეხმარება იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოსავალი არა მხოლოდ აკმაყოფილებდეს მოლოდინებს, არამედ გვაჩვენებდეს ჩვენი მსგავსი ბიზნესების რეალურ გამოცდილებას.
5. კომპანიის განვითარების ტრაექტორია
სწორი პროგრამული პარტნიორი არ არის მხოლოდ პროვაიდერი, არამედ კოლაბორატორი თქვენი კომპანიის სამომავლო გზაზე. მაშასადამე, მხოლოდ ჭკვიანურია კითხვა, თუ სად მიდის იგი. ამის შესახებ კითხვა შეიძლება მსგავსად ჩამოვაყალიბოთ:
"თქვენი კომპანია იზრდება და შენდება, თუ სტაგნაციას განიცდის?"
ეს შეკითხვა მიზნად ისახავს გამოავლინოს პროვაიდერის სურვილი და პოტენციალი, დარჩეს ინდუსტრიის წინა პლანზე. კითხვის ჭკვიანურად ჩამოყალიბებით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას მისი გრძელვადიანი ხედვის შესახებ. ზრდის რეჟიმში მყოფი გამყიდველი უფრო მეტად მოერგება განვითარებად საჭიროებებს, შემოგთავაზებთ მუდმივ გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს საჭირო მხარდაჭერას პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
6. სამომავლო ზრდა
მნიშვნელოვანია, პროდუქტის შეძენისას იფიქროთ უშუალო ფუნქციების მიღმა და დარწმუნდეთ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა შეესაბამება არა მხოლოდ დღევანდელ საჭიროებებს, არამედ საწარმოს დინამიკურ მომავალს. ამ შორსმჭვრეტელობისთვის მთავარია ეს საკვანძო კითხვა:
"როგორ უზრუნველყოფს თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა ჩვენი მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას?"
კარგი პასუხი დაგეხმარებათ გაიგოთ, დარჩება თუ არა ეს ინვესტიცია საიმედო აქტივად, თუნდაც ოპერაციების მასშტაბით.
7. როგორ ინტეგრირდება სერვისი თქვენს პროდუქტში?
პროგრამული უზრუნველყოფის უწყვეტი ინტეგრაცია ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის საწინდარია. ანტრეპრენერებმა, რომლებიც აღიარებენ ერთიანი ტექნიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას, უნდა იკითხონ:
"როგორ უზრუნველყოფს თქვენი პროგრამული მხარდაჭერა ჩვენს ინსტრუმენტებსა და სისტემებთან უწყვეტ თავსებადობას?"
კითხვაზე პასუხი უნდა გასცდეს ზედაპირული დონის გარანტიებს - ჩაუღრმავდით გამყიდველის გამოცდილებას ინტეგრაციასთან დაკავშირებით. განიხილეთ შეკითხვაც:
"შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება ამ სფეროში, აღნიშნოთ როგორც წარმატებები, ასევე გამოწვევები?"
პასუხმა შეიძლება მოგცეთ ყოვლისმომცველი ხედვა გამყიდველის ცოდნის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ტექნიკურ გარემოში.
პოტენციურ პარტნიორებთან აქტიური ჩართვით და კოლეგების, თქვენი მსგავსი ბიზნესის მფლობელების შეხედულებების მოძიებით ჩამოაყალიბებთ რეალურ თანამშრომლობას. როდესაც თქვენ აკეთებთ არჩევანს, შეკითხვები უნდა იყოს არა უბრალო საგუშაგოები, არამედ წარმატების საგზაო რუკა, რომელიც ეხმიანება თქვენს ბიზნესმისწრაფებებს და ხელს უწყობს მუდმივ ზრდას.